აორტალური სარქველი და აღმავალი აორტის ჩანაცვლება მცირე ჭრილობითProf. Dr. Tayfun Aybek შექმნილია: 2019-03-08 10:27:49
View Count: 10189

აორტალური სარქველი და აღმავალი აორტის ჩანაცვლება მცირე ჭრილობით

აორტის ანევრიზმის ოპერაცია აორტალური სარქველის ჩანაცვლებასთან ერთად მიჩნეული იქნა როგორც სარისკო ოპერაცია და მხოლოდ გარკვეულ შემთხვევებში კეთდებოდა წარსულში. თუმცა, დღესდღეობით, ამ ტიპის ოპერაციები შესაძლოა გაკეთდეს 3 სმ. ჭრილობის საშუალებით. განსაკუთრებით, დახურულ გულზე ოპერაციების დროს ახალგაზრდა პაციენტებში, პატარა ჭრილობა პაციენტების კმაყოფილებას იწვევს პოსტოპერაციულ პერიოდში.

აორტალური სარქველი და აღმავალი აორტის ჩანაცვლება მცირე ჭრილობით

მინიმალურად ინვაზიური გულის ოპერაციების პრაქტიკა თურქეთში საკმაოდ ფართოდ გავრცელდა. გულსისხლძარღვთა ქირურგიის საწყის ეტაპზე ქირურგები მარტივ ოპერაციებს აკეთებდნენ პატარა ჭრილობებით, მაგრამ ახლა ისეთი ოპერაციები, რომლებიც ადრე „რთულ“ ოპერაციებად ითვლებოდა, „მარტივი“ გახდა, მაგალითად როგორიცაა აორტის ანევრიზმის ოპერაცია. მომდევნო ფოტოზე ჩანს ახალგაზრდა ქალის მცირე ზომის ნაწიბური, რომელიც აორტალური სარქველის და აღმავალი აორტის ჩანაცვლების ოპერაციის შემდეგ დარჩა.

მინიმალურად ინვაზიურ გულის ოპერაციას ბევრი მეცნიერულად დადასტურებული უპირატესობა გააჩნიათ (1) მცირე რაოდენობის სისხლის დაკარგვის, ინფექციის დაბალი რისკით, შემცირებული ტრავმით და ტკივილით, ხანმოკლე ჰოსპიტალიზაციით და სწრაფი გამოჯანმრთელების ჩათვლით. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ის ეხმარება პაციენტებს კარგად მიიღოს ოპერაციის ფაქტი, შეინარჩუნოს პოზიტიური განწყობა ოპერაციამდე და პოსტოპერაციულ პერიოდში. (2)

გულთან დაკავშირებული პრობლემების 60% შემთხვევაში, როდესაც ექიმები პაციენტებს ეუბნებიან, რომ გულის ოპერაციაა საჭირო, იმ შემთხვევაშიც კი, თუ სერიოზული დაავადებების სიმპტომები არ არის, უეცარი სიახლე პაციენტის ცხოვრების სტილზე და ფსიქოლოგიაზე დიდ გავლენას ახდენს. ძირითადად ისინი ამბობენ: „მე არ მაქვს პრობლემა“, „მგონია, რომ არ არის საჭირო ოპერაცია“, „ნამდვილად ავად ვარ?“. მსგავსი ფიქრები იწვევს ოპერაციის მიმართ ნეგატიურ დამოკიდებულებას, რამაც შეიძლება ოპერაციის დროზეც მოახდინოს ნეგატიური გავლენა. თუმცა, გულის ოპერაციებისთვის საუკეთესო დროა მაშინ, როდესაც არ არის აშკარა სიმპტომები, რაც სათანადოდ არ არის გაგებული პაციენტის მიერ. გულის ოპერაციების უმრავლესობა კეთდება გულის უკმარისობამდე პაციენტების დასაცავად გულის შესაძლო პრობლემებისგან.

მინიმალურად ინვაზიური გულის ოპერაციები ითვლება ყველაზე „დაცულ“ მეთოდებად, განსაკუთრებით მათთვის, ვინც ახალგაზრდაა, რადგანაც გულსისხლძარღვთა ქირურგიის ეს სახე ამარტივებს ოპერაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღებას და ამსუბუქებს ოპერაციის ფსიქოლოგიური ეფექტს. ასევე, 30 წლის ქალისთვის ფსიქოლოგიურად უფრო მარტივია მკერდზე პატარა ჭრილობის მიღება (როგორც ფოტოზე), რომელიც ოპერაციის კვალს მთელი ცხოვრების მანძილზე „ავი თვალისგან დამცავ ავგაროზად“ ატარებს.

ლიტერატურა:
  1. Uymaz B, Sezer G, Köksal Coşkun P, Tarcan O, Ozleme S, Aybek T. Clinical outcome, pain perception and activities of daily life after minimally invasive coronary artery bypass grafting. Anadolu Kardiyol Derg. 2014 Mar;14(2):172-7
  2. Aybek T. Mitral valve surgery; from median sternotomy to closed chest procedures, from replacement to repair techniques/clinical outcomes of mitral valve repair in mitral regurgitation: a prospective analysis of 100 consecutive patients. Anadolu Kardiyol Derg. 2011 Dec;11(8):745-6
  3. Aybek T, Dogan S, Risteski PS, Zierer A, Wittlinger T, Wimmer-Greinecker G, Moritz A. Two hundred forty minimally invasive mitral operations through right minithoracotomy. Ann Thorac Surg. 2006 May;81(5):1618-24

ეს პოსტი უკვე დაწერილი მიერ Prof. Dr. Tayfun Aybek და გახსნილია 10189 ჯერ.


კომენტარები

Loading...


Related Articles