რას წარმოადგენს TAVI - აორტის სარქვლის ტრანსკათეტერული იმპლანტაციის მეთოდი? Prof. Dr. Tayfun Aybek შექმნილია: 2019-03-08 10:18:17
View Count: 11328

რას წარმოადგენს TAVI - აორტის სარქვლის ტრანსკათეტერული იმპლანტაციის მეთოდი?

პაციენტებს, რომლებსაც აღენიშნებათ მწვავე აორტალური სტენოზი და მათი ფიზიკური მდგომარეობიდან გამომდინარე შეუძლებელია ტრადიციული მეთოდით სარქველის ჩანაცვლების ოპერაცია, შეუძლიათ ისარგებლონ პროფ. აიბეკის გუნდის მიერ შემოთავაზებული მკურნალობის ახალი მეთოდით ანკარაში, TOBB ETÜ-ს გულსისხლძარღვთა ცენტრში.

რას წარმოადგენს TAVI - აორტის სარქვლის ტრანსკათეტერული იმპლანტაციის მეთოდი?

ფრანკფურტის უნივერსიტეტთან (გერმანია) თანამშრომლობით TOBB ETÜ-ს გუნდი უზრუნველყოფს გულის სარქველის გამოცვლას ნაკლებად ინვაზიური მეთოდით. აღნიშნული ტრანსკათეტერული იმპლანტაციის მეთოდი (TAVI) ახალი აპრობირებული მიდგომაა დაზიანებული აორტალური სარქველების შესაცვლელად. სარქველის გადანერგვის ტრადიციული მეთოდები მოითხოვს ღია გულზე ოპერაციას, რომელსაც თან ახლავს ხანგრძლივი გამოჯანმრთელების პროცესი და შესაძლოა რთულად გადაიტანონ ხანშიშესულმა ან დამატებით სხვა დაავადებების მქონეს პაციენტებმა.

ტრანსკათეტერული იმპლანტაციის (TAVI) დროს, ქირურგი ხსნის ბარძაყის არტერიას, აფართოვებს დაავადებულ აორტარულ სარქველს ბალონის მეშვეობით და შემდეგ გადააადგილებს გულის ახალ სარქველს დაზიანებული სარქველის გასწვრივ, რომელიც ფიქსირდება თავის მუდმივ პოზიციაში.

„ეს ნამდვილად რადიკალური ცვლილებაა გულსისხლძარღვთა ქირურგიაში“, - განაცხადა გულსისხლძარღვთა ქირურგიის დეპარტამენტის დირექტორმა და „Heart Team“-ის ხელმძღვანელმა პროფესორმა ტაიფუნ აიბეკმა. „ჩვენ შესაძლებლობა გვექნება გავაკეთოთ ოპერაციები, რომლებსაც შეუძლიათ იხსნან იმ ადამიანების სიცოცხლე, ვინც მანამდე არ ექვემდებარებოდნენ ოპერაციას ან მაღალი რისკის პაციენტებად ითვლებოდნენ. ეს არის წარმოუდგენლად დიდი ნაბიჯი წინ, რადგანაც მანამდე, ჩვენ არაფერი არ შეგვეძლო გაგვეკეთებინა ამ დაავადებული პაციენტების დასახმარებლად.“

ინოვაციური კვლევა PARTNER, რომელიც გამოქვეყნდა გამოცემაში New England Journal of Medicine, სრულად დემონსტრირებს TAVI-ის უპირატესობებს. აღნიშნული კვლევის ფარგლებში, ტრანსკათეტერული იმპლანტაციის ან ბალონური ვალვულოპლასტიკის სტანდარტული მიზნით შემთხვევითი მეთოდით შეირჩა 385 პაციენტი მწვავე აორტალური სტენოზის დიაგნოზით, ვისთვისაც გამორიცხული იყო ქირურგიული ჩარევა. ტრანსკათეტერული იმპლანტაციის დამსახურებით სიკვდილიანობის დონე ერთი წლის შემდეგ 45 პროცენტით შემცირდა.

ამ ტექნოლოგიის მხარდასაჭერად, TOBB ETÜ Heart Center (TOBB ETÜ გულის ცენტრმა) შექმნა მრავალდისციპლინარული გუნდი „Heart Team“, რომელიც დაკომპლექტებულია ექსპერტებით გულსისხლძარღვთა ქირურგიაში, ინტერვენციონალურ კარდიოლოგიაში, კარდიალურ ანეზსთეზიოლოგიაში და სპეციალურ ტექნიკურ დახმარებაში. გუნდი მზადაა უდიდესი დახმარება გაუწიოს აორტალური სარქველის დაავადების მქონე პაციენტებს.

დამატებით, პროცედურის სტანდარტების შესაბამისად გადაკეთდა და გაუმჯობესდა სპეციალური საოპერაციო ოთახი. ტრადიციული საოპერაციო ოთახის და კარდიალური კათეტერიზაციის ოთახის ჰიბრიდი აღჭურვილია მაღალი დონის სკანირების ტექნოლოგიით, რაც გუნდს სრულყოფილი ვიზუალური მასალით უზრუნველყოფს.

„ახალ პროცედურას გააჩნია გულის ქირურგიაში რევოლუციური ცვლილებების პოტენციალი, ხოლო ჩვენი პაციენტები განსაკუთრებულ უპირატესობებით ისარგებლებენ,“ - განაცხადა პროფესორმა ტაიფუნ აიბეკმა.


ეს პოსტი უკვე დაწერილი მიერ Prof. Dr. Tayfun Aybek და გახსნილია 11328 ჯერ.


კომენტარები

Loading...


Related Articles