კარდიო ავტო ტრანსპლანტაცია (გულის ექსპლანტაცია და ხელახალი იმპლანტაცია) Prof. Dr. Tayfun Aybek შექმნილია: 2019-03-08 10:08:05
View Count: 12743

კარდიო ავტო ტრანსპლანტაცია (გულის ექსპლანტაცია და ხელახალი იმპლანტაცია)

ჩვენს კლინიკაში შემოვიდა 55 წლის პაციენტი 25x20 ზომის წინაგულით, მწვავე მიტრალური სარქველის დაავადებით. დაავადებების სიმპტომები იყო პულმონარული შეშუპება, ასთმა, გულის დაბალი წუთობრივი მოცულობა, არითმია, ძლიერი დაღლილობა და ანომალიური კლება წონაში. მარცხენა წინაგულზე სამუშაოდ პაციენტს ჩაუტარდა კარდიო ავტოტრანსპლანტაციის ოპერაცია, პროცედურა, რომლის დროსაც ხდება გულის ექსპლანტაცია და ხელახალი იმპლანტაცია.

კარდიო ავტო ტრანსპლანტაცია (გულის ექსპლანტაცია და ხელახალი იმპლანტაცია)

პაციენტს, რომელიც კლინიკაში შემოვიდა ჯანმრთელობის სერიოზული გართულებებით, როგორიცაა ასთმა, დეპრესია, ტაქიკარდია და ფერმიხდილობა, ჩაუტარდა კარდიოლოგიური გამოკვლევა. აღნიშნულ სიმპტომებამდე პაციენტი ჩვეულებრივი ცხოვრების წესით ცხოვრობდა, მაგრამ ასეთი სერიოზული პრობლემების წამოჭრის შემდეგ გადაწყვიტა გამოკვლევა ჩაეტარებინა.

გამოკვლევების შედეგად დადგინდა, რომ მიტრალური სარქველი იყო შევიწროვებული და მარცხენა წინაგული იყო უკიდურესად გაზრდილი ზომაში. მარცხენა წინაგულის ზომა იყო 25x20 სმ და ის აწვებოდა გარშემო ქსოვილებს, მარჯვენა წინაგულს, მკერდის უჯრედს, სისხლძარღვებს და პაციენტს აღენიშნებოდა პულმონარული შეშუპება. შედეგად, გული ვეღარ ეტეოდა გულმკერდის უჯრედში.

რენტგენის მიხედვით გული მოიცავდა მთელ მკერდის უჯრედს. ულტრაბგერითი კარდიოგრაფიის მიხედვით, მარცხენა წინაგული იყო დიდი ზომის და აღინიშნებოდა მიტრალური უკმარისობა.

პაციენტის ჰოსპიტალიზაციის შემდეგ დაიგეგმა ქირურგიული სტრატეგია და შესაბამისად, მოხდა პაციენტისთვის ოპერაციის დეტალების და რისკების გაცნობა. ამის შემდეგ პაციენტს ჩაუტარდა ოპერაცია. ოპერაციის მთავარი მიზანი იყო მიტრალური სარქველის ამუშავება და მარცხენა წინაგულის ზომის შემცირება.

მსგავსი ოპერაციების დროს, როდესაც გაფართოება გავლენას ახდენს მკერდის უჯრედის შაბლონებზე, რადგანაც მისი ზომა ძალიან დიდია, ვიყენებთ ხელოვნური სისხლის მიმოქცევის აპარატს. სხეული მარტივად უერთდება აპარატს და ის უზრუნველყოფს ცირკულაციას მთელ სხეულში. ამ გზით, გული და ფილტვი დროებით აჩერებს მუშაობას და მაინც, ყველა ორგანო და მათი ფუქნციები დაცულია.

მარცხენა წინაგული მთლიანად ფარავს გულის უკანა კედელს და შესაბამისად, თითქმის შეუძლებელია გულის ერთ მხარეს გახსნა და მარცხენა წინაგულის ზომის ეფექტურად შემცირება. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ ოპერაციის გაკეთება კარდიალური ავტოტრანპლანტაციის ტექნიკის გამოყენებით. მოხდა გულის გაკვეთა, მარცხენა წინაგულის ზომა შემცირდა, მიტრალური სარქველი ჩანაცვლდა და მოხდა გულის ხელახალი იმპლანტაცია გულმკერდის ღრუში. რადგანაც გულის ზომა ოპერაციამდე დიდი იყო, პატარა გულისთვის გულმკერდის ღრუს მორგების მიზნით გულის გარსიც დაპატარავდა ზომაში, ისე რომ ორივე იდეალურად მორგებოდა ერთმანეთს. მოხდა გულის გადიდების მიზეზით დაზიანებული სხვა ნაწილების აღდგენაც. მარჯვენა წინაგული შემცირდა ზომაში, დიდი მარცხენა წინაგულის დატვირთვის გამო, შესაბამისად პაციენტისთვის მომზადდა ახალი გარსი ახალი მარჯვენა წინაგულით.

პაციენტს ოპერაციამდე აღენიშნებოდა არითმია, მაგრამ გულის ხელახალი იმპლანტაციის შემდეგ უზრუნველყოფილი სისხლის ნაკადის გაშვების შემდეგ გულის რიტმი დაბალანსდა.

ოპერაციის შემდეგ პაციენტს არ აღენიშნებოდა გართულებები და 12 დღის შემდეგ იგი გაეწერა კლინიკიდან დამაკმაყოფილებელ მდგომარეობაში.

კარდიალურ ავტოტრანსპლანტაციურ ქირურგიაში, ექპლანტაციის და ხელახალი იმპლანტაციის პროცედურა ერთერთ ყველაზე იშვიათ პროცედურად ითვლება. ის მხოლოდ რამდენიმეჯერ გაკეთდა გულის გადიდების ან სიმსივნის გამო. ზოგადად, ხალხი ფიქრობს, რომ გულის ყველა ოპერაციის დროს ხდება გულის ამოღება სხეულიდან და ოპერაციის ბოლოს მისი ხელახალი ჩასმა, მაგრამ ეს სიმართლეს არ შეესაბამება. კარდიალური ტრანსპლანტაციური ოპერაციების შემთხვევაში ეს სიმართლეა, მაგრამ ამ სახის ოპერაცია, რომელიც რთულია და იშვიათი, შესაძლებელია ჩაუტარდეს მხოლოდ სპეციფიურ პაციენტებს.

ლიტერატურის მიხედვით, ამ სახის ოპერაციის დროს სიკვდილიანობა მერყეობს 25 -75 %. თუმცა, რადგანაც ეს ძალიან იშვიათი ოპერაციაა, რთულია ზუსტი სტატისტიკის მოძიება ამ შედეგების შემოწმების მიზნით.

ლიტერატურა:

  1. Shanda H., Blackmon MD, Michale JR. Cardiac Autotransplantation, Operative Techniques in Thoracic and Cardiovascular Surgery, Volume 15 Issue 2, Summer 2010, Pages 147 – 161

ეს პოსტი უკვე დაწერილი მიერ Prof. Dr. Tayfun Aybek და გახსნილია 12743 ჯერ.


კომენტარები

Loading...


Related Articles