წინაგულოვანი ტიხრის დეფექტის  ან  პარკუჭებს შორისი ტიხრის დეფექტის მკურნალობა „დახურული მეთოდით“ Prof. Dr. Tayfun Aybek შექმნილია: 2019-03-07 12:27:45
View Count: 11612

წინაგულოვანი ტიხრის დეფექტის ან პარკუჭებს შორისი ტიხრის დეფექტის მკურნალობა „დახურული მეთოდით“

​წინაგულოვანი ტიხრის დეფექტის ან პარკუჭებს შორისი ტიხრის დეფექტის მკურნალობა „დახურული მეთოდით“ , სხვა სიტყვებით პატარა ჭრილობით, ფართოდ გამოიყენება დღევანდელ მედიცინაში. ამ მეთოდს თავისი უპირატესობები გააჩნია კოსმეტიკური თვალსაზრისით და ასევე უდიდეს კომფორტს უქმნის პაციენტებს პოსტოპერაციული პერიოდის განმავლობაში. პაციენტები დაცული არიან ოსტეორომიისგან და შესაბამისად ინფექციის და სისხლდენის რისკები მაქსიმალურად არის შემცირებული.

წინაგულოვანი ტიხრის დეფექტის  ან  პარკუჭებს შორისი ტიხრის დეფექტის მკურნალობა „დახურული მეთოდით“

ASD - წინაგულოვანი ტიხრის დეფექტი არის თანდაყოლილი ღრმული წინაგულში. ზოგადად, მისი აღმოჩენა ხდება შემთხვევით სტანდარტული გამოკვლევის დროს. სიტუაციის მოულოდნელობის გათვალისწინებით, ღრმულის დახურვა პაციენტისთვის პრობლემა ხდება. დახურვის გადაწყვეტილება მიიღება ღრმულის მდებარეობის და ზომის გათვალისწინებით. ზოგიერთი პაციენტის შემთხვევაში, ეს ღრმულები შეიძლება დაიხუროს ინტერვენციონალური მეთოდების გამოყენებით. ინტერვენციონალური მეთოდის გამოსაყენებლად ღრმული მცირე ზომის უნდა იყოს, აორტიდან დაშორებით მდებარეობდეს და პაციენტს არ უნდა აღენიშნებოდეს ალერგიული რეაქცია ნიკელზე. ყველა ჭრილობის დახურვა ვერ მოხდება საზარდულის გავლით, ანგიოგრაფიული მეთოდით. შესაბამისად, საჭირო ხდება ქირურგიული ჩარევა, რომლის დროსაც უფრო და უფრო პოპულარული ხდება მინიმალურ-ინვაზიური ქირურგია. მინიმალურ-ინვაზიური ოპერაციები კეთდება მკერდქვეშ (იღლიის ქვემოთ, როგორც პაციენტები ამბობენ) 3-4 სმ-იანი ჭრილობის მეშვეობით. მსგავსი ოპერაციები არ ტოვებს ნაწიბურებს, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქალებისთვის.

მინიმალურ-ინვაზიური კარდიოქირურგია პატარა ჭრილობით განსაკუთრებულად პოპულარული გახდა 1995 წლის შემდეგ. ამ ტიპის ოპერაციებში მინიმუმამდე არის დაყვანილი სისხლდენის და ინფექციის საშიშროება, ისევე როგორც სისხლის გადასხმის, ტკივილგამაყუჩებლების მიღების საჭიროება. მნიშვნელოვნად მცირდება ჰოსპიტალიზაციის პერიოდი და აქვს უკეთესი შედეგები კოსმეტიკური თვალსაზრისით. (1) თუმცა, აღსანიშნავია არტერიის გასკდომის და ვენოზური თრომბის რისკები, რომლებიც ხელოვნური სისხლის მიმოქცევის აპარატის გამოსაყენებლად საზარდულის გავლით ენდარტერექომიის შედეგად შეიძლება წარმოიშვას. (2)

მინიმალურ-ინვაზიური მეთოდით წინაგულოვანი ტიხრის დეფექტის დახურვა შესაძლებელია მინი- ტორაკოტომიის მეშვეობით, ჭრილობით მარჯვენა მკერდს ქვემოთ. ამ მეთოდის დროს კეთდება 2 სმ-იანი პატარა ჭრილობა ბარძაყის არტერიაში და ვენაში ხელოვნური სისხლის მიმოქცევის აპარატის გამოსაყენებლად, ხოლო გული ჩერდება. მინი-ტორაკოტომიის მეთოდის დროს კეთდება 4 სმ-იანი ჭრილობა ძვალის გაჭრის გარეშე, მხოლოდ ნეკნის არე იხსნება ნახევრად ქირურგისთვის მარჯვენა წინაგულზე სამუშაოდ. წინაგულოვანი ტიხრის დეფექტი იხურება კარდიო მემბრანისგან დამზადებული სინჯით. ოპერაციის ხანგრძლივობა ძალიან მცირეა და პაციენტები ეწერებიან ხანმოკლე პერიოდის შემდეგ.

აღნიშნული „დახურული მეთოდის“ ან „იღლიის“ მინიმალურ-ინვაზიური ოპერაციები გამოირჩევიან პაციენტებზე პოსტ-ოპერაციულ პერიოდში პოზიტიური გავლენით. რადგანაც აღნიშნული ოპერაციები დამცავ მკურნალობად არის მიჩნეული, ინფექციის, ძვლის გაადაადგილების, სისხლდენის და ა. შ. რისკები მაქსიმალურად არის შემცირებული და პაციენტების შეფასებაც ძალიან პოზიტიურია.

Resources ლიტერატურა:

  1. Uymaz B, Sezer G, Köksal Coşkun P, Tarcan O, Ozleme S, Aybek T. Clinical outcome, pain perception and activities of daily life after minimally invasive coronary artery bypass grafting. Anadolu Kardiyol Derg. 2014 Mar; 14(2): 172-7
  2. Jeanmart H, Casselman FP, De Grieck Y, Bakir I, Coddens J, Foubert L, Van Vaerenbergh G, Vermeulen Y, Vanermen H. Avoiding vascular complications during minimally invasive, totally endoscopic intracardiac surgery. J Thorac Cardiovasc Surg. 2007 Apr; 133(4): 1066-70




ეს პოსტი უკვე დაწერილი მიერ Prof. Dr. Tayfun Aybek და გახსნილია 11612 ჯერ.


კომენტარები

Loading...


Related Articles