რა არის წინაგულების ფიბრილაცია და აბლაცია?Prof. Dr. Tayfun Aybek შექმნილია: 2019-03-07 12:22:10
View Count: 8573

რა არის წინაგულების ფიბრილაცია და აბლაცია?

ტაქიკარდია და მკერდის დაჭიმულობა ძირითადად იმ შემთხვევებში ფიქსირდება, სადაც არითმიაა. ეს ერთდროულად სერიოზული არითმიაცაა და ამავე დროს დროებით უვნებელიც. გული დღის განმავლობაში 100.000-150.000-ჯერ სცემს. როდესაც ამათგან 500 ან ნაკლები არითმიაა, ეს ნიშნავს იმას, რომ მკურნალობა არ არის საჭირო.

რა არის წინაგულების ფიბრილაცია და აბლაცია?

რა არის წინაგულების ფიბრილაცია?

წინაგულების ფიბრილაცია (AF) ყველაზე გავრცელებული კარდიალური არითმიაა. (1) მიუხედავად იმისა, რომ ძირითადად ხანდაზმულ პაციენტებში გვხვდება, ის შეიძლება ახალგაზრდებშიც შეგვხვდეს. წინაგულების ფიბრილაციის დროს დარღვეულია გულის სტიმულაცია, რაც ზოგადად გულს ნორმალურად ფუნქციონირების საშუალებას აძლევს.

ეს დარღვევები ძირითადად ხდება გულის ანარქიული იმპულსების გამო. გულის ელექტრული იმპულსები ცდილობენ პარკუჭამდე მიღწევას (გულის ყველაზე დიდი საკანი) ატრიოვენტრიკულარული კვანძის გავლით და არა პირდაპირ წინაგულის მიმართულებით (გულის ყველაზე პატარა საკანი). გული ჩქარდება ამ არათანაბარი იმპულსების მიზეზით და აღწევს 100-150 დარტყმამდე წუთში. გულის არათანაბარმა ფუნქციონირებამ შეიძლება გამოიწვიოს გულის შეკუმშვის ფუნქციის დარღვევა. ხანგრძლივ პერსპექტივაში, სათანადო მკურნალობის გარეშე, შესაძლოა გამოიწვიოს სხვადასხვა დაავადება, როგორიცაა გულის გაფართოება, გულის უკმარისობა, არითმია და ყველაზე მნიშვნელოვანი, ტვინის ემბოლიის შედეგად წარმოქმნილი დამბლა.

წინაგულების ფიბრილაციის სიმპტომები

წინაგულების ფიბრილაციის ზოგადი სიმპტომები არის ძლიერი არითმია, სუნთქვის უკმარისობა, ტკივილი გულმკერდის არეში, თავბრუსხვევა და იშვიათად გონების დაკარგვა. ყველაზე გავრცელებული სიმპტომია არითმია. თუ გული სცემს უფრო სწრაფად ან ნელა, ვიდრე ჩვეულებრივ შემთხვევაში, პაციენტმა შესაძლოა გონება დაკარგოს. ხანდახან გულისცემა მცირე ხნით ჩერდება, რაც ადამიანის გადაღლილობას იწვევს.

რატომ არის წინაგულების ფიბრილაცია მნიშვნელოვანი?

დამბლა, განსაკუთრებით გულით გამოწვეული დამბლა, ხანშიშესულ ასაკში წინაგულების ფიბრილაციის ერთერთი ყველაზე ხშირი შედეგია. დამბლის რისკი ხუთჯერ მეტია წინაგულების ფიბრილაციის მქონე პაციენტებში. ამავე დროს, წინაგულების ფიბრილაციის შედეგად დამბლის შემთხვევაში, სამუდამო დაინვალიდების და სიკვდილის რისკი უფრო მაღალია, ვიდრე ჩვეულებრივი დამბლის შემთხვევაში. (2) ხანშიშესული პაციენტებში დამბლის ¼ შემთხვევა წინაგულების ფიბრილაციის შედეგად ვითარდება.

წინაგულების ფიბრილაციამ შესაძლოა შეამციროს გულის შეკუმშვის ფუნქცია, რაც იწვევს გულის არასრულფასოვან ფუნქციონირებას. დამატებით, თუ წინაგულების ფიბრილაცია დიდხანს გაგრძელდა, დროთა განმავლობაში შესაძლოა გულის დაზიანება და გულის უკმარისობა გამოიწვიოს.

  • არითმიის მიზეზით ჰოსპიტალიზებული პაციენტების 1/3 არიან წინაგულების ფიბრილაციის (AF) მქონე პაციენტები

წინაგულების ფიბრილაციის შემთხვევების ზოგადი სტატისტიკა საზოგადოებაში არის 0.4%, რომელიც ზრდასრულებში წარმოადგენს 3-4 %. პაციენტების 70 %-ის საშუალო ასაკია 65-85 წელი.

მკურნალობა

წინაგულების ფიბრილაციის მკურნალობის მიზანია გულის რიტმის დაბრუნება, გულის კუმშვის სიხშირის კონტოლი, სისხლის შენადედის პრევენცია და ინსულტის რისკის შემცირება. ამ მეთოდისთვის ბევრი მედიკამენტური მკურნალობის ტიპი არსებობს, როგორიცაა კათეტერული პროცედურები და ქირურგიული ვარიანტები. ეს სტატია ეხება მხოლოდ ქირურგიულ აბლაციას.

ქირურგიული მკურნალობა

თუ პაციენტს აღენიშნება წინაგულების ფიბრილაცია და სჭირდება ქირურგიული ჩარევა სხვა კარდიო დაავადებების გამო (სარქველის, გულის ან კორონარული არტერიის), წინაგულების ფიბრალაციის ოპერაცია შესაძლოა მარტივად ჩატარდეს დამატებითი ქირურგიული რისკის შექმნის გარეშე. ეს მეთოდი აპრობირებულია ბოლო 20 წლის განმავლობაში. სამეცნიერო ლიტერატურაში, იზოლირებულ აორტალურ სარქველის დაავადებებში, გულის შუნტირებაში ან იმ ოპერაციების დროს, როდესაც ეს ორი ერთად ტარდება, განსაკუთრებულად რეკომენდებულია პაციენტისთვის არითმიაზე მკურნალობაც. (3) დღესდღეობით, წინაგულების ფიბრალაციის ქირურგიაში ხშირად გამოიყენება რადიოსიხშირე, მიკროტალღები, ლაზერი, ულტრაბგერა და სხვა ახალი ტექნოლოგიები. ამ ტექნოლოგიების დახმარებით დაზიანებები და ნაწიბურიანი ქსოვილები გამოიყენებიან გულის ანომალიური ელექტრული იმპულსების ბლოკირებისთვის და ეს თავის მხრივ ხელს უწყობს ნორმალური გამაფრთხილებელი იმპულსების წარმოქმნას, რომლებიც სწორად მიმდინარეობენ. ოპერაციების დროს ყველაზე პოპულარულია რადიოსიხშირის და კრიოაბლაციის გამოყენება.

კრიოაბლაციური მეთოდი

კრიოაბლაცია ბოლო დროს საკმაოდ ხშირად გამოიყენება მსოფლიო მასშტაბით. ეს მეთოდი ძველ მეთოდებთან შედარებით ხასიათდება გართულებების დაბალი რისკით, რაც იმას ნიშნავს, რომ გულის პრობლემური არე იყინება -150 და 170 გრადუსით, რაც შესაძლებელს ხდის ტაქიკარდიის პრევენციას.

პერფორაციის ან თრომბოემბოლიის რისკი დაბალია და ეს ქმნის დაზიანების სრულფენოვან კანს.

რადიოსიხშირული აბლაციის მეთოდი

აბლაციის ტექნიკა არითმიის ქირურგიასთან ერთად ახალ ფურცელს ქმნის (AF) წინაგულების ფიბრილაციის მკურნალობაში. ამ მეთოდის მთავარი პრინციპია იმ რადიოსიხშირული ენერგიით წარმოქმნილი სითბოს გამოყენება და გულის შიდა გარსის განსაზღვრულ ადგილებში სრულფენოვანი დაზიანების წარმოქმნა. ჩვენს კლინიკაში წარმატებით გამოიყენება ორივე მეთოდი.

ლიტერატურა:

  1. Schnabel RB, Yin X, Gona P, Larson MG, Beiser AS, McManus DD, et al. 50 year trends in atrial fibrillation prevalence, incidence, risk factors, and mortality in the Framingham Heart Study: a cohort study. Lancet (London, England). 2015 Jul 11;386(9989):154–62.
  2. Pisters R, Lane DA, Marin F, Camm AJ, Lip GYH. Stroke and thromboembolism in atrial fibrillation. Circ J. 2012;76(10):2289–304.
  3. Badhwar V, Rankin JS, Damiano RJ, Gillinov AM, Bakaeen FG, Edgerton JR, et al. The Society of Thoracic Surgeons 2017 Clinical Practice Guidelines for the Surgical Treatment of Atrial Fibrillation. Ann Thorac Surg. 2017 Jan;103(1):329–41.
  4. Sie HT, Beukema WP, Ramdat Misier AR, Elvan A, Ennema JJ, Wellens HJ. The radiofrequency modified maze procedure. A less invasive surgical approach to atrial fibrillation during open-heart surgery. Eur J Cardiothorac Surg. 2001 Apr;19(4):443–7.

ეს პოსტი უკვე დაწერილი მიერ Prof. Dr. Tayfun Aybek და გახსნილია 8573 ჯერ.


კომენტარები

Loading...


Related Articles