დისტანციური პაციენტების მონიტორინგის სისტემა. TOBB ETU საუნივერსიტეტო ჰოსპიტალის TUBITAK პროექტი Prof. Dr. Tayfun Aybek შექმნილია: 2019-03-07 12:11:21
View Count: 12103

დისტანციური პაციენტების მონიტორინგის სისტემა. TOBB ETU საუნივერსიტეტო ჰოსპიტალის TUBITAK პროექტი

მედიცინის დოქტორის, პროფესორი ტაიფუნ აიბეკის - TOBB ETU უნივერსიტეტის კარდიოქირურგიული განყოფილების უფროსის ინიციატივით დაინერგა დისტანციური პაციენტების მონიტორინგის სისტემების პროექტი. იგივე უნივერსიტეტმა დაუჭირა მხარი პროექტის განვითარების და კვლევას.

დისტანციური პაციენტების მონიტორინგის სისტემა. TOBB ETU საუნივერსიტეტო ჰოსპიტალის TUBITAK პროექტი

დისტანციური პაციენტების მონიტორინგის სისტემები საშუალებას აძლევს პაციენტებს თვალი ადევნონ თავიანთ სასიცოცხლო პარამეტრებს (წნევა, ელექტროკიმოგრამა, ჰემოგლობინი, ა. შ.) გულის ოპერაციის ან გულის შეტევის შემდეგ. პაციენტებს შეუძლიათ ექიმებთან მყისიერი კომუნიკაცია სისტემის მეშვეობით.

ტექნოლოგიის განვითარებასთან ერთად ჯანდაცვის სექტორისთვის აუცილებელი ხდება პაციენტების ახალი შესაძლებლობებით უზრუნველყოფა.

კარდიო ოპერაციები განსაკუთრებით რთულად მისაღებია პაციენტებისთვის, რადგანაც მსგავს ქირურგიულ ჩარევას სასიცოცხლო ეტაპად აღიქვამენ. მიუხედავად იმისა, რომ ოპერაციამდელი პერიოდი, ისევე როგორც თავად ოპერაციის პროცესი, ძალიან მნიშვნელოვანია, პოსტ-ოპერაციული პერიოდი ისეთივე გადამწყვეტია, როგორიც წინა ორი ეტაპი. განურჩევლად იმისა, ოპერაცია სრულდება ნეკნის არეს გავლით ან პატარა ჭრილობის მეთოდით, კარდიო ოპერაცია რჩება კარდიო ოპერაციად და ტექნოლოგიის გამოყენება საუკეთესო შედეგის მისაღებად აუცილებელია. სწორედ ამ მიზეზით, პროფესორმა ტაიფუნ აიბეკმა განახორციელა დისტანციური პაციენტების მონიტორნიგის სისტემების პროექტი. ეს სისტემა მომზადებულია იმისთვის, რომ მან განახორციელოს პაციენტის სტატუსის მონიტორინგი კლინიკებში არსებული მონიტორინგის სისტემების მსგავსად, მაგრამ მობილური აპარატის მეშვეობით. მკურნალობის ამ დამცავი კონცეფციის დამსახურებით, შესაძლებელი ხდება გართულებების ადრეული შეფასება და პაციენტებს დახმარება გაეწევათ დროის დაკარგვის გარეშე. მაგალითად, მისი საშუალებით შესაძლებელია ისეთი გართულებების ადრეული დიაგნოსტიკა, როგორიცაა ფილტვის შეშუპება ან ტამპონადა.

როგორც მედიცინის დოქტორმა, პროფესორმა ტაიფუნ აიბეკმა აღნიშნა: „დისტანციური პაციენტების მონიტორინგის სისტემები ყოველდღიურად ყალიბდება მსოფლიო მასშტაბით. მსოფლიო ჯანდაცვის სექტორი მუდმივად ახალი გზების ძიებაშია პაციენტებისთვის ხელსაყრელი საშუელებების შესაქმნელად მუდმივად განვითარებადი ტექნოლოგიების მეშვეობით. ჩვენ, TOBB ETU უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლა, ამ პროექტოს მომზადებით, (პროექტის სახელი: Cloud Health Case) ვქმნით პლატფორმას, რომელიც აერთიანებს ყველა სამედიცინო ხელსაწყოს ერთი სისტემის ქვეშ. ამას გარდა, ჩვენ დავამატეთ პლანშეტი, რომლის მეშვეობით შესაძლებელი იქნება პაციენტს და ექიმს შორის ვიდეო კონფერენციის ჩატარება და ასევე ყველა ხელსაწყო, რომელიც შეიძლება პაციენტს დასჭირდეს. ამ პროექტით, ჩვენი მიზანია ყველა სახის ხელსაწყოს ინტეგრირება ამ პროგრამის ქვეშ და უნივერსალური სისტემის ჩამოყალიბება.“

ეს სამედიცინო ხელსაწყოები (წნევის მონიტორი, ელექტროკიმოგრამა, ჰოლტერი და ა. შ.) შეიძლება შეიცვალოს პაციენტის მოთხოვნილებების შესაბამისად. ამ ხელსაწყოებიდან გამოსული სიგნალები პირდაპირ გადაეცემა კლინიკას და ექიმებს. ექიმებს შესაძლებლობა აქვთ პაციენტს კომპიუტერის მეშვეობით ადევნონ თვალი და აღმოუჩინონ დახმარება, იგივენაირად თითქოს პაციენტი კლინიკაში იყოს.



ეს პოსტი უკვე დაწერილი მიერ Prof. Dr. Tayfun Aybek და გახსნილია 12103 ჯერ.


კომენტარები

Loading...


Related Articles