მიტრალური სარქველის აღდგენა , დახურულ გულზე მეთოდით (იღლიის ქვეშ) Prof. Dr. Tayfun Aybek შექმნილია: 2019-03-07 12:08:14
View Count: 18699

მიტრალური სარქველის აღდგენა , დახურულ გულზე მეთოდით (იღლიის ქვეშ)

დადგენილია, რომ სარქველის აღდგენა საუკეთესო მეთოდია მიტრალური სარქველის უკმარისობისთვის. მიუხედავად იმისა, რევმატიულია თუ დეგენერატიული (პროგრესირებადი), მიტრალური სარქველი უნდა აღდგეს, თუ ამის შესაძლებლობა არსებობს. ხანგრძლივი კლინიკური კვლევების თანახმად „აღდგენის“ მეთოდი არის ყველაზე ჯანსაღი და ეფექტური მეთოდი გართულებების ყველაზე ნაკლები რისკით.

მიტრალური სარქველის აღდგენა , დახურულ გულზე მეთოდით (იღლიის ქვეშ)

დასავლურ ქვეყნებში, როგორიცაა ამერიკა და ევროპული ქვეყნები, მიტრალური სარქველის უკმარისობის 85% დეგენერატიული შემთხვევებია. ამ ქვეყნებში შედარებით დაბალია რევმატოიდული მიტრალური სარქველის პრობლემები (12%). დეგენერატიული უკმარისობები ძირითადად ჩნდება მიტრალური სარქველის პროლაფსის, ქორდის ან პაპილარული კუნთების დაზიანებიდან, გაწელვის, რგოლის გაფართოების ან სარქველის გახევის მიზეზით. ჩვენს ქვეყანაში, ისევე როგორც აზიურ-აფრიკულ ქვეყნებში, რევმატოიდული სარქველის დაავადებებისგან გამომდინარე მიტრალური უკმარისობის დონე არის დაახლოებით 60-65%. რევმატოიდული გულის სარქველის დაავადებები ძირითადად დამოკიდებულია ადრეულ ასაკში რევმატულ შეტევაზე. ამ ტიპის სარქველის აღდგენა უფრო რთულია დეგენერატიულ დაავადებებთან შედარებით, რადგანაც თავად სარქველი დაზიანებულია და მისი ფორმაც შეცვლილია.

მიტრალური სარქველი ხელს უშლის არტერიულ სისხლს დაბრუნდეს ფილტვებში, თუმცა, როდესაც ადგილი აქვს მიტრალური სარქველის უკმარისობას, არტერიული სისხლი ისევ ბრუნდება ფილტვებში. არსებობს უკმარისობის 4 სტადია: პირველი სტადია ძირითადად შემთხვევით ხდება ცნობილი და არ იწვევს პაციენტის ჩივილებს. მეორე სტადიის უკმარისობის შემთხვევაში აუცილებელია ულტრაბგერითი კარდიოგრაფია. მესამე და მეოთხე სტადიის უკმარისობების მკურნალობა აუცილებელია რაც შეიძლება სწრაფად. როდესაც მედიკამენტოზური მკურნალობა არააეფექტურია ან როდესაც ადგილი აქვს გულის საკნის გაფართოებას ან პულმონარულ ჰიპერტონიას, მიტრალური სარქველის მკურნალობა აუცილებლად უნდა მოხდეს ქურურგიული ჩარევის გზით.

კარდიოქირურგების საზოგადოება (STS) ყოველწლიურად აქვეყნებს აშშ-ს კარდიოქირუგიული კლინიკების სრულ სტატისტიკურ შედეგებს. ქვემოთ მოცემული ცხრილი აჩვენებს ამ ციფრებს (ბოლო 8 წლის) TOBB ETU უნივერსიტეტის კლინიკის გულსისხლძარღვთა ქირურგიის განყოფილების ციფრებთან შედარებით (ბოლო 8 წელი).

ამ ცხრილის მიხედვით, აშკარაა, რომ რევმატიული სარქველის დაავადება არ არის წამყვანი. რევმატიული მიტრალური უკმარისობა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევებში, როდესაც არ არის დამაბრკოლებელი ფაქტორები.

ფოტოზე (მარჯვნივ) გამოსახულია რევმატიული დაავადების შედეგად დაზიანებული მიტრალური სარქველი, რომლის მკურნალობაც თითქმის შეუძლებელია. ზოგადად, მიტრალური სარქველი ოდნავ სქელია, ვიდრე ხახვის გარსი, თუმცა ამ შემთხვევაში გასქელდა. სარქველის ხვრელი საკმაოდ შეზღუდულია და შეუძლებელია მისი აღდგენა, შესაბამისად აუცილებელია მისი შეცვლა. სარქველის ცვლილების ოპერაციებში გამოიყენება მექანიკური (ფოლადის) ან ბიოლოგიური (ღორის, ცხენის, რქოსანი საქონლის და ა. შ.) სარქველები. მექანიკური სარქველების გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია კომადინის (ვარფარინი) მიღება მთელი სიცოცხლის განმავლობაშ. ბიოლოგიური სარქველის გამოყენების დროს (იმ შემთხვევაში თუ არ აღინიშნება არითმია) მედიკამენტების მიღება არ არის აუცილებელი, თუმცა ფოლადის სარქველებთან შედარებით, ბიოლოგიური სარქველების ხანგრძლივობა ხანმოკლეა.

მიტრალური სარქველის აღდგენის უპირატესობები:

  • პოსტოპერაციულ პერიოდში გრძელვადიანი სარქველის ინფექციური ენდოკარდიტის რისკი თითქმის 0%
  • პოსტოპერაციული სიცოცხლის პერიოდი უფრო ხანგრძლივია
  • გულის ფუნქციები დაცულია გრძელვადიან პერსპექტივაში
  • პულმონარული ჰიპერტონიის რისკი დაბალია
  • დამბლის ალბათობა პოსტოპერაციულ პერიოდში დაბალია გრძელვადიან პერსპექტივაში
  • არ არის სისხლის გამათხელებელი მედიკამენტების მიღების საჭიროება

მიტრალური სარქველის აღდგენა იღლიის გავლით პატარა ჭრილობით

მიტრალური სარქველის აღდგენა შესაძლებელია მარჯვენა მკერდის ქვეშ 4-5 სმ. სიდიდის პატარა ჭრილობის გავლით ენდოსკოპიური მეთოდის საშუალებით (ყოველთვის არ არის აუცილებელი მისი გამოყენება). ამ მეთოდში არ არის ძვლის ჭრა, სწორედ ამის გამო ექიმების ნაწილი ამტკიცებს, რომ ის ნაკლებად მტკივნეულია. თითქმის არ არის ქირურგიული ან ძვლის ინფექციის რისკები. რადგანაც ეს მეთოდი კოსმეტიკური თვალსაზრისით უფრო პროგრესულია, პაციენტების ოპერაციის შემდგომი მდგომარეობა ბევრად პოზიტიურია და ყოველდღიურ ცხოვრების წესს მარტივად უბრუნდებიან.

:რესურსები:

  1. Gammie JS, et al. Trends in mitral valve surgery in the United States: results from the Society of Thoracic Surgeons Adult Cardiac Surgery Database. Ann Thorac Surg 2009 May;87(5):1431-7Ann Thorac Surg 2009 May;87(5):1431-7
  2. Aybek T. Mitral Valve Surgery; from median sternotomy to closed chest procedures, from replacement to repair techniques/clinical outcomes of mitral valve repair in mitral regurgitation. Anadolu Kardiyol Derg. 2011 Dec;11(8):745-

ეს პოსტი უკვე დაწერილი მიერ Prof. Dr. Tayfun Aybek და გახსნილია 18699 ჯერ.


კომენტარები

Loading...


Related Articles