​რა არის აორტის ანევრიზმა (დილატაცია)?Prof. Dr. Tayfun Aybek შექმნილია: 2019-03-07 11:52:38
View Count: 10378

​რა არის აორტის ანევრიზმა (დილატაცია)?

აორტა ადამიანის სხეულში ყველაზე დიდი სისხლძარღვია. მისი საშუალებით არტერიული სისხლი გულიდან ყველა სხვა ორგანოს გადაეცემა, რაც მას სისხლის მთავარ მაგისტრალად ქმნის. ადამიანის სიმაღლის და წონის გათვალისწინებით, ის ატარებს 3-დან 6-7 ლტ. სისხლს წუთში. სისხლის გადაცემის დროს არსებობს განსაზღვრული წნევა (80-140 მმ ჰგ), რაც დამოკიდებულია გულისცემაზე და სტრუქტურაზე. ჩვენ ამას წნევას ვუწოდებთ. აორტა შეიძლება გაიზარდოს ზომაში სხვადასხვა მიზეზის გამო, რისი დიაგნოსტიკაც ადრეულ ეტაპზე უნდა მოხდეს.

​რა არის აორტის ანევრიზმა (დილატაცია)?

აორტა არის მთავარი არტერია, რომელიც ტუმბავს სისხლს გულიდან გამოსვლის შემდეგ. აორტას ზომა, როდესაც ის გამოდის გულიდან არის 2,5 სმ. აორტა ყველაზე დიდი ვენაა ადამიანის სხეულში. მისი ზომა სხვადასხვა მიზეზის გამო შეიძლება გაიზარდოს. მედიცინაში ამას „ანევრიზმა“ ეწოდება. თუ ანევრიზმა აგრძელებს ზომაში ზრდას, არსებობს გასკდომის რისკი. აორტაში მოძრავი სისხლი გადმოდის გარეთ და თუ ეს გრძელდება იქამდე, სანამ სხვა ორგანოზების დაზიანებას იწვევს, ამ მოვლენას მედიცინაში სკდომა (პერფორაცია) ეწოდება. აორტის გადიდების გართულებას „განშრევება“ ეწოდება. ორივე მაღალი რისკის და სიცოცხლისთვის საშიში პათოლოგიების რიცხვს მიეკუთვნება და ორივე შემთხვევაში საჭიროა სასწრაფო ჩარევა.

აორტა გამოდის გულის მარცხენა პარკუჭიდან და შემდეგ გრძელდება გულმკერდის და მუცლის ღრუში. თუ ანევრიზმა არის გულმკერდის არეში, ამას „გულმკერდის აორტის ანევრიზმა“ ეწოდება. თუ ანევრიზმა არის მუცლის ღრუში, მას „მუცლის აორტის ანევრიზმა“ ეწოდება.

ანევრიზმა შეიძლება იყოს ტვინში, გულში, კისერში, ელენთაში, მუხლის უკანა მხარეს და სხეულის სხვა სისხლძარღვებში. ტვინის ანევრიზმის გასკდომამ შეიძლება გამოიწვის პროლაფსი.

რატომ არის ანევრიზმის შემოწმება მნიშვნელოვანი?

ყოველწლიურად დაახლოებით 15.000 ადამიანი იღუპება ანევრიზმის გასკდომის მიზეზით. 50-ზე წელზე მეტი ხნის გარდაცვლილ პაციენტებში ანევრიზმის გასკდომით სიკვდილი მეათე ადგილზეა. გამსკდარი ანევერიზმის უმრავლესობის პრევენცია შესაძლებელია ადრეული დიაგნოსტიკით და მკურნალობით. ანევრიზმა შეიძლება ზომაში გაიზარდოს სიმპტომების გარეშე. შესაბამისად, აუცილებელია ანევრიზმის სკანირება, განსაკუთრებით რისკის მქონე პაციენტებში.

დიაგნოზის დასმისთანავე, ანევრიზმების მკურნალობა შესაძლებელია მედიკამენტებით ან ქირურგიული ჩარევის გზით. დიაგნოზის დასმის შემდეგ, ექიმები პაციენტებს უნიშნავენ გულისცემის და წნევის დასაწევ მედიკამენტებს გასკდომის რისკის თავიდან ასაცილებლად. იმ შემთხვევაში, თუ აორტის ანევრიზმა დიდი ზომისაა, ძირითადად ექიმები აორტის არაჯანსაღ ნაწილს ცვლიან, რასაც კარგი შედეგები აქვს.

რა იწვევს აორტის ანევრიზმას?

აორტის ანევრიზმა შეიძლება წარმოიქმნას ათეროსკლეროზის გამო. ათეროსკლეროზის პროგრესირების დროს, არტერიული კედლები სქელდება, ზიანდება და ისინი კარგავენ თავიანთ ჩვეულ შიდა ზედაპირს. არტერიის დაზიანებული ნაწილი შეიძლება შევიწროვდეს ან „ანევრიზმა“ შესაძლოა წარმოიქმნას შიგნით სისხლის წნევასთან ერთად. ანევრიზმა ასევე შეიძლება წარმოიქმნას არტერიაში სისხლის მუდმივი მაღალი წნევის გამო.

  • ანევრიზმა შეიძლება განვითარდეს ტრავმის შედეგად, როგორიცაა ავარიები
  • გარკვეულ სამედიცინო შემთხვევებს, როგორიცაა მარფანის სინდრომი, შეუძლიათ გამოიწვიონ ანევრიზმა. მარფანის სინდრომის მქონე ადამიანები ძალიან მაღლები არიან და თხელი და გრძელი თითები აქვთ. მათი სისხლძარღვოვანი სტრუქტურა თხელია.
  • იშვიათ შემთხვევაში, სიფილისი (სქესობრივი გზით გადამდები ინფექცია) შეიძლება გახდეს აორტის ანევრიზმის გამომწვევი მიზეზი.


ვინ შედის რისკ ჯგუფში?

მუცლის აორტის ანევრიზმის (ყველაზე ხშირი ანევრიზმა) სიხშირე მამაკაცებში 5-10-ჯერ მეტია ქალებთან შედარებით. მუცლის აორტის ანევრიზმის რისკი იზრდება ასაკის მატებასთან ერთად და ზოგადად, უფრო ხშირად გვხვდება 60-80 ასაკის ადამიანებში. პერიფერიული ანევრიზმა ასევე გვხვდება 60-80 ასაკის პაციენტებში.

შეჯამება:

  • ათეროსკლეროზი (ცხიმის დაგროვება არტერიაში)
  • მოწევა (მწეველებში ანევრიზმის 8-ჯერ მეტი რისკია)
  • გადაჭარბებული წონა და სიმსუქნე
  • ოჯახის ანამნეზში აორტის ანევრიზმები, გულის დაავადებები ან სხვა არტერიული დაავადებები
  • დაავადებები, რომლებიც ათხელებენ აორტის კედლებს (მარფანის სინდრომი, სიფილისი, ტუბერკულოზი)
  • ავარიების შემდგომი ტრავმები
  • მუდმივად მაღალი წნევა 35-60 ასაკის პაციენტებში (წნევა, რომელიც კონტროლის ქვეშ ვერ ექცევა, საშიშია)
  • მასტიმულირებელი ნარკოტიკები, როგორიცაა კოკაინი



რა სიმპტომები ახასიათებს ანევრიზმას?

ანევრიზმის სიმპტომები დამოკიდებულია მათ ტიპზე, ადგილმდებარეობაზე და იმაზე გამსკდარია თუ არა ის, ან მის მიმართებაზე სხეულის სხვა სტრუქტურებთან. ანევრიზმა შეიძლებოდა არსებობდეს წლების განმავლობაში და ზომაში გაიზარდოს ჩივილების გარეშე.

ანევრიზმა ზომაში იზრდება წლების განმავლობაში და შეიძლება არ აღინიშნებოდეს არანაირი ჩივილები ანევრიზმის გასკდომამდე. ზოგჯერ პულისრებადი მასა შეინიშნება პაციენტების მუცლის არეში. ამ შემთხვევაში, პაციენტებს აღენიშნებათ ტკივილი ზურგის და მუცლის არეში, სტაბილური და მუდმივი მუცლის ტკივილი და ცივი ფეხები. მუცლის აორტის ანევრიზმა არის ანევრიზმა მუცლის არეში. აორტის ანევრიზმის გასკდომის სიმპტომებია: უეცარი და ძლიერი ტკივილი მუცლის ქვედა არეში და ზურგის არეში, გულისრევა, ოფლიანობა, თავბრუსხვევა და ტაქიკარდია. მუცლის აორტის ანევრიზმის გასკდომით გამოწვეულმა შიდა სისხლდენამ შეიძლება პაციენტი შოკში ჩააგდოს. გულმკერდის აორტის ანევრიზმა ასევე არ იწვევს ჩივილებს გასკდომამდე. ზოგადი ჩივილებია: ტკივილი მკერდის, ზურგის, კისრის და ნიკაპის არეშე, ხველება, ხმის ჩახლეჩა და სუნთქვის უკმარისობა. პერიფერიული ანევრიზმების შემთხვევაში, ზოგადი ჩივილებია პულსირებადი მასები კისერზე, მკლავზე, ფეხზე, ასევე მკლავის და ფეხის ტკივილი და ისეთი სიმპტომები, როგორიცაა სპაზმი.

როგორ ხდება ანევრიზმის დიაგნოსტიკა?

ანევრიზმების დადგენა ხდება ჩვეულებრივი ფიზიკური გასინჯვის დროს. მათი დიაგნოსტიკა შესაძლებელია ასევე ულტრაბგერითი გამოკვლევით, რენტგენით ან კომპიუტერული ტომოგრაფიით. პაციენტისთვის ანევრიზმის დიაგნოზის დასასმელად გამოიყენება ულტრაბგერითი, კომპიუტერული ტომოგრაფია, მაგნიტური რეზონანსი ან ანგიოგრაფიული მეთოდები.

როგორ ხდება ანევრიზმის მკურნალობა?

აორტის ანევრიზმის მკურნალობის გეგმა და მეთოდი განსხვავდება მისი მდებარეობის შესაბამისად. ჩვენ შეგვიძლია შევაჯამოთ შემთხვევები, რომლებსაც სჭირდებათ მკურნალობა ანევრიზმების განცალკევება აღმავალი და დაღმავალი აორტის მიხედვით:

  • თუ აღმავალი აორტის ზომა 5,5 სმ. ან მეტია
  • თუ აღმავალი აორტის ზომა გაიზარდა 5 მმ-ით ბოლო 6 თვის განმავლობაში
  • თუ აღმავალი აორტის ზომა 5 სმ.-ია და შეინიშნება არასტაბილური ჰიპერტონია
  • თუ დაღმავალი აორტის ზომა 6 სმ-ია ან შეინიშნება 5 მმ გაფართოება ბოლო 6 თვის განმავლობაში
  • თუ შეინიშნება სხვა ორგანოს დატვირთვა
  • თუ მუცლის აორტას ზომა 5,5 სმ-ია ან 5 მმ-იანი ზრდა შეინიშნება ბოლო 6 თვის განმავლობაში
  • თუ არსებობს ანევრიზმის სისხლდენის ეჭვი


თუ ზემოთაღნიშნული შემთხვევები შეინიშნება, პაციენტის მკურნალობა უნდა განხორციელდეს ქირურგიული ან ინტერვენციონალური მეთოდებით, როგორიცაა EVAR, TEVAR. მეორე მეთოდია ცნობილია როგორც „დახურული მეთოდი“.


ეს პოსტი უკვე დაწერილი მიერ Prof. Dr. Tayfun Aybek და გახსნილია 10378 ჯერ.


კომენტარები

Loading...


Related Articles