რას წარმოადგენს მიტრალური სარქველის ოპერაცია? რამდენად სარისკოა?Prof. Dr. Tayfun Aybek შექმნილია: 2019-03-07 11:48:11
View Count: 7737

რას წარმოადგენს მიტრალური სარქველის ოპერაცია? რამდენად სარისკოა?

გულის საკნებს ან მთავარ ვენებს შორის განლაგებული სარქველები უზრუნველყოფენ სისხლის მოძრაობას გულის შეკუმშვის მახასიათებლების შესაბამისად. გულს გააჩნია ოთხი სარქველი. აორტალური და მიტრალური სარქველები მარცხენა მხარეს არიან განლაგებული და ისინი ტუმბავენ ჟანგბადიან არტერიულ სისხლს სხეულში, ხოლო სამსაგდულიანი და პულმონალური სარქველები გულის მარჯვენა მხარეს მდებარეობენ და ისინი აწოდებენ ვენური სისხლს ფილტვებს.

რას წარმოადგენს მიტრალური სარქველის ოპერაცია? რამდენად სარისკოა?

გულის სარქველები

სარქველები მდებარეობენ გულის საკნებს შორის ან გულის საკნებს და მთავარ ვენებს შორის. ისინი არეგულირებენ სისხლის მოძრაობას გულის შეკუმშვის შესაბამისად. გულს გააჩნია ოთხი სარქველი. აორტალური და მიტრალური სარქველები მარცხენა მხარეს არიან განლაგებული და მათი საშუალებით მიეწოდება ჟანგბადიანი არტერიული სისხლი სხეულს, ხოლო ტრიკუსპიდული და პულმონალური სარქველები მდებარეობენ გულის მარჯვენა მხარეს და მათი საშუალებით არტერიული სისხლი მიეწოდება ფილტვებს. მიტრალური და ტრიკუსპიდული სარქველების კარედები საკნის კედლებს უკავშირდებიან ქორდებით. აორტალურ და ტრიკუსპიდულ სარქველებს გააჩნიათ სამი კარედი, ხოლო მიტრალურ და პულმონარულ სარქველებს ორი.

გულის სარქვლოვანი დაავადებები

მსოფლიო მასშტაბით ადამიანების 1-2 % იღუპება გულის სარქვლოვანი დაავადებების მიზეზით. ბოლო წლების განმავლობაში მნიშვნელოვანი განვითარება შეინიშნება ხელოვნური სარქველების ტექნოლოგიებში, შესაბამისად პოპულარული გახდა ეფექტური და პერმანენტული ქირურგიული მკურნალობის გზები. სარქველების მეშვეობით სისხლის მოძრაობა ხდება იქ, სადაც არსებობს რაიმე დამაბრკოლებელი რაც ხელს უშლის სისხლის მოძრაობას. დროის განმავლობაში აუცილებელია პათოლოგიების გამოსწორება ქირურგიული ჩარევის გზით. კარედების, მყესების ან ქსოვილის დაზიანებამ სარქველების ირგვლივ შეიძლება სარქველების დაავადებები გამოიწვიოს.

დაავადებამ შეიძლება დააზიანოს ერთი ან რამდენიმე სარქველი ერთდროულად. ამ შემთხვევაში, ძირითადად დაავადება იწყება ერთი სარქველიდან და შემდეგ აზიანებს სხვა სარქველებსაც გულის მუშაობის პრინციპებიდან გამომდინარე. სარქველის პრობლემის მთავარი გამომწვევი მიზეზებია თანდაყოლილი დაავადებები, რევმატული შეტევა, ინფექციები, ასაკთან დაკავშირებული პრობლემები, გულის კორონარული დაავადებები და აორტის ანევრიზმა. როდესაც სარქველის დაავადებები იმ ეტაპამზე აღწევს, როდესაც ოპერაციის გაკეთება აუცილებელია, ძირითადად ფიქსირდება სტენოზიც და უკმარისობაც.

სტენოზი: როდესაც კარედები სქელდება, დეფორმირდება ან ერთმანეთს ეწებება, სისხლის ნაკადის ნაწილი ბლოკირებულია. ამ პათოლოგიებს ეწოდება „სტენოზი“. ამავე დროს შესაძლებელია მყესებიც დაზიანდეს. თუ სისხლის ნაკადი კრიტიკულ დონემდე შემცირდება, აუცილებელი ხდება ქირურგიული ჩარევა.

მიტრალური სარქველის სტენოზის გამომწვევი მიზეზები

  • რევმატიული კარდიო დაავადებები (სახსრების რევმატიზმი, მაგ. ადრეულ ასაკში)
  • მიტრალური სარქველის რკალის თანდაყოლილი დეფორმაცია
  • ენდოკარდიტი (სარქველის ინფექცია)
  • მარცხენა წინაგულის თრომბი, მარცხენა წინაგულის სიმსივნე
  • მეტაბოლური ან კარცინოიდური სინდრომები, რომლებიც დეფორმაციას იწვევენ
  • გადატანილი კომისუროტომიური ჩარევები (მიტრალური სარქველის ოპერაციები)
  • გადატანილი მიტრალური სარქველის შეცვლის ოპერაციები


მიტრალური სარქველის უკმარისობის მიზეზები

  • მიტრარული სარქველის მიქსომატოზური გადაგვარება (ხრტილის დეფორმირება)
  • გულის რევმატიული დაავადებები
  • ენდოკარდიტი (სარქველის ანთება)
  • მიტრალური რკალის კალციფიკაცია (გამაგრება)
  • იდიპათიური (დაუდგენელი მიზეზით) ქორდის გაწყვეტა
  • იშემიური (გულის უკმარისობაზე დამოკიდებული)


მიტრალური სარქველის დაავადებების სიმპტომები

სუნთქვის უკმარისობა, ტაქიკარდია, არითმია, ტკივილი მკერდის არეში, გონების დაკარგვა, ფეხის შეშუპება, სისხლის ამოხველება, ზურგზე წოლის სირთულე - შეიძლება იყოს გულის სარქველების დაავადებების სიმპტომები. ძირითადად ეს სიმპტომები თანაარსებობენ. სიმპტომებს შორის განსხვავება მნიშვნელოვან როლს თამაშობს ქირურგიული ჩარევის გადაწყვეტილების მიღების პროცესში.

დიაგნოსტიკური პროცედურები

სარქველის დაავადებების დიაგნოსტიკა შესაძლებელია ულტრაბგერითი კარდიოგრაფიისა და ანგიოგრაფიის საშუალებით. პაციენტებისთვის, ვისაც არ სჭირდებათ ქირურგიული ჩარევა, აუცილებელია პერიოდული შემოწმება ულტრაბგერითი კარდიოგრაფიის სახით. სარქველის დაავადებები შეიძლება ასევე დადგინდეს გულთან დაკავშირებული სხვა პრობლემების გამოკვლევის დროსაც.

მიტრალური სარქველის ოპერაცია

არსებობს მიტრალური სარქველის ოპერაციების სხვადასხვა ტიპი. თუმცა, ძირითადად არსებობს ორი სახის ქირურგიული ჩარევა:

1) ჩანაცვლება

2) აღდგენა

მიტრალური სარქველის ჩანაცვლება: ეს არის დაზიანებული სარქველის მექანიკური ან ბიოლოგიური პროტეზით შეცლის პროცედურა. მექანიკური სარქველების ზედაპირი სრიალაა, რაც სისხლს თავისუფლად მოძრაობის საშუალებას აძლევს. ამ გზით სარქველის ოპერაციის შემდეგ შესაძლებელია თრომბის თავიდან აცილება. თუმცა, არ აქვს მნიშვნელობა რამდენად ხარისხიანია მექანიკური სარქველი, აუცილებელია კუმადინის (ვარფარინი) - სისხლის გამათხელებელი მედიკამენტის გამოყენება. მექანიკური სარქველები წლების განმავლობაში უპრობლემოდ მუშაობს, თუ ხდება კუმადინის დარეგულირებული გამოყენება პერიოდულად.

ბიოლოგიური სარქველები, თავის მხრივ, მზადდება ხბოს პერიკარდისგან (გულის მემბრანისგან), ცხენის პერიკარდისგან. ეს ბიოლოგიური მასალები პაციენტებთან გამოყენებამდე იგზავნება ლაბორატორიებში. ბიოლოგიური სარქველები მექანიკურთან შედარებით უფრო ადრე დეფორმირდება. სხეული ბიოლოგიურ სარქველს იღებს როგორც უცხო სუბსტანციას და აყალიბებს მის მიმართ იმუნურ რეაქციას. წლების შემდეგ ბიოლოგიური სარქველები ფუნქციების დაკარგვას იწყებს. ეს პროცესი განსხვავებულია სხვადასხვა პაციენტის შემთხვევაში. მიტრალური ბიოლოგიური სარქველების ფუნქციების დაკარგვა უფრო მოსალოდნელია, ვიდრე აორტალური სარქველების შემთხვევაში. ისინი მუშაობენ 5-დან 15-20 წლის განმავლობაში.

მიტრალური სარქველის აღდგენა: თუ სარქველის კარედების ხრტილოვანი სტრუქტურა არ არის ძალიან დაზიანებული, თუ არ არის კალციფიკაცია ან გაჟონვა, მიტრალური სარქველის აღდგენა შესაძლებელია. აღდგენა პაციენტისთვის საუკეთესო ქირურგიული მეთოდია. პაციენტებს არ უწევთ მსგავსი ოპერაციების შემდეგ სისხლის გამათხელებელი პრეპარატების მიღება. სისხლდენის, ემბოლიის ან სარქველის ინფექციის შემთხვევები თითქმის ნულის ტოლია. ცნობილი კარდიოქირურგი ალან კარპენტიერი (პარიზი, საფრანგეთი) ამ საკითხის სანიმუშო მაგალითია. მისი მეთოდი მთელ მსოფლიოში გავრცელდა და მისი ტექნიკის გამოყენებით უამრავმა ქირურგმა გაითქვა სახელი წლების განმავლობაში. მიტრალური სარქველის ჩანაცვლების და აღდგენის ოპერაციები შესაძლოა გაკეთდეს პატარა ჭრილობის საშუალებით. ეს ოპერაციები ძირითადად ტარდება მარჯვენა მკერდის ან გულმკერდის ძვლის გავლით 5 სმ. ჭრილობით.

მიტრალური სარქველის ოპერაციების 97-99 % წარმატებით სრულდება. ამ ოპერაციების რისკ ფაქტორები დაკავშირებულია დაგვიანებულ ოპერაციებთან, პულმონარულ ჰიპერტონიასთან, არითმიასთან, გულის ემბოლიასთან, სუსტ გულისცემასთან, ასაკთან და სხვა თანმდევ დაავადებებთან.


ეს პოსტი უკვე დაწერილი მიერ Prof. Dr. Tayfun Aybek და გახსნილია 7737 ჯერ.


კომენტარები

Loading...


Related Articles