მუცლის აორტის ანევრიზმის ენდოვასკულარული სტენტგრაფტირება „დახურულ გულზე“ მეთოდით: “EVAR” და „TEVAR” Prof. Dr. Tayfun Aybek შექმნილია: 2019-03-07 11:29:48
View Count: 11542

მუცლის აორტის ანევრიზმის ენდოვასკულარული სტენტგრაფტირება „დახურულ გულზე“ მეთოდით: “EVAR” და „TEVAR”

აორტის ენდოვასკულარული ქირურგია ბოლო წლების საუკეთესო ინოვაციაა კარდიოვასკულარულ ქირურგიაში, რამაც მნიშვნელოვნად შეამცირა ქირურგიული რისკები და ჰოსპიტალიზაციის პერიოდი. 2000-იან წლებამდე აორტის ქირურგია წარმოადგენდა ყველაზე მძიმე ოპერაციას გართულებების უმაღალესი რისკით. დღესდღეობით, ტექნოლოგიური განვითარების შესაბამისად, აორტის ოპერაცია შეიძლება შესრულდეს მარტივად, “დახურულ გულზე“ მეთოდის გამოყენებით.

მუცლის აორტის ანევრიზმის ენდოვასკულარული სტენტგრაფტირება „დახურულ გულზე“ მეთოდით: “EVAR” და „TEVAR”

აორტის ანევრიზმა კარდიოვასკულარულ ქირურგიაში ერთერთ ყველაზე სახიფათო დაავადებად ითვლება. ძირითადად, აორტის ანევრიზმები სკდება და იწვევს გარე სისხლდენას ან იწვევს განშრევებას და შიდა სისხლდენას. ორივე შემთხვევა ხასიათდება სიკვდილიანობის მაღალი რისკით. დაავადებისგან პაციენტების დაცვის მიზნით, უნდა მოხდეს ანევრიზმების დიაგნოსტიკა და მკურნალობა. ე. წ. „ღია გულზე“ ქირურგიულ მეთოდში, მკერდის უჯრედი ან მუცლის ღრუ იხსნება ქირურგიული გზით და ხდება ანევრიზმული აორტის ხელოვნური სისხლძარღვით ჩანაცვლება.

აორტის ქირურგია დახურულ გულზე მეთოდით ძირითადად ხორციელდება ანგიოგრაფიული ან ჰიბრიდული საოპერაციო ოთახის პირობებში. ამ მეთოდით, ღია გულის ქირურგიული მეთოდისგან განსხვავებით, შესაბამისი ანევრიზმების მკურნალობა ხდება მკერდის უჯრედის ან მუცლის ღრუს გაკვეთის გარეშე. კათეტერის ან სხვა შესაბამისი ინსტრუმენტების გამოყენებით ანევრიზმამდე მიღწევით შესაძლებელი ხდება ენდოვასკულარული მკურნალობა. ამ შემთხვევაში, ანევრიზმების მკურნალობა შესაძლებელი ხდება ერთჯერადი ინგვინალური კვეთის გზით. მეთოდი უნდა განხორციელდეს რენტგენის ტესტების თანხლებით სტერილურ საოპერაციო ოთახში. ოპერაცია გრძელდება 1-2 საათის განმავლობაში და შესაძლებელია გაკეთდეს ადგილობრივი ანესთეზიის გზით. ჰოსპიტალიზაცია აუცილებელია 1-2 დღის განმავლობაში და ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში ყოფნა ხშირ შემთხვევაში არ არის საჭირო. თუმცა, ოპერაციის მსვლელობისას გართულებების (სტენტის პროლაფსი, ემბოლია, სისხლდენა ა. შ.) შემთხვევაში, ქირურგმა შესაძლოა შეცვალოს მეთოდი ღია-გულის ქირურგიით. მსგავსი შემთხვევა საკმაოდ იშვიათია, თუმცა დამოკიდებულია ანატომიურ სტრუქტურასა და გუნდის გამოცდილებაზე.

ოპერაცია უნდა ჩატარდეს ისეთ ჰოსპიტალში ან კლინიკაში, სადაც დასაქმებულ გამოცდილ ექიმებს და ექთნებს აქვთ შესაძლებლობა ოპერაციის გეგმა შეცვალონ ღია-გულის ქირურგიით და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მსგავსი სახის ოპერაციები უნდა ჩატარდეს მხოლოდ გულსისხლძარღვთა ქირურგის მიერ.

დამატებით, აუცილებელია პაციენტების პერიოდული მეთვალყურეობა. ხელოვნური სისხლძარღვიდან სისხლდენა შესაძლებელია დაიწყოს ოპერაციის შემდეგ ბევრი წლის შემდეგაც კი. გაჟონვის მკურნალობის მიზნით შესაძლოა საჭირო იყოს ენდევასკულარული ჩარევა ან ოპერაცია. ყველა ანევრიზმა არ ექვემდებარება ენდოვასკულარული მეთოდით მკურნალობას. მათი ნაწილის მკურნალობა ხდება ყველაზე უსაფრთხო მეთოდით - ღია გულზე ქირურგიით.


ეს პოსტი უკვე დაწერილი მიერ Prof. Dr. Tayfun Aybek და გახსნილია 11542 ჯერ.


კომენტარები

Loading...


Related Articles